მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღვოდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში  ლიტურგია ჩატარდა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა და მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა.

მარიამობის დღესასწაული ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here