პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი-2” არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზია, არამედ  ის იყო და არის “ნაციონალური მოძრაობის” კონტროლს დაქვემდებარებული პარტიული ტელევიზიაა და ვერასოდეს იქნება ობიექტური.

მისივე შესაფხებით, როდესაც სამოქალაქო სექტორი, ან იგივე “ნაციონალური მოძრაობა” “რუსთავი 2-ზე” საუბრისას მას “თავისუფალ მედიად” მოიხსენიებენ, ძალიან უსამართლოა, უბრალოდ სიცრუე და არასწორია.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ დავას  მანანა კობახიძე “Facebook-ის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება და კოლეგა დეპუტატებს მიმართავს:

“შეიძლება ეს არ იყოს სწორი ფორმატი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც საჯაროდ უნდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, ვინაიდან სხვათა მოსაზრებებიც არანაკლებ საინტერესოა ჩემთვის ამ საკითხზე. დამეთანხმებით თუ არა, ეს ცხადია, თქვენი გადასაწყვეტია… ძალიან დიდი ხანია, ეჭვი ხომ არავის გვეპარება, რომ “რუსთავი-2″ არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზია.  მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, ამას ადასტურებენ მისი დამფუძნებლები და ყოფილი მესაკუთრეები”, – წერს ვიცე-სპიკერი.

მისივე თქმით, “რუსთავი 2” თავისუფალია ხელისუფლებისგან, რაც სწორია და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ის მთლიანად არის დამოკიდებული “ნაცმოძრაობაზე”, რასაც მანანა კობახიძის აზრით,  პირდაპირ და აშკარად ადასტურებს ტელეკომპანიის მენეჯერის, ნიკა გვარამიას ერთ-ერთი ინტერვიუც.

“ეს უკანასკნელი არაერთხელ ღიად და საჯაროდ დაგვემუქრა ხან ჯოჯოხეთით, ხან ომით. ეს ადამიანი არ მალავს პირდაპირ კავშირებს ნაცებთან, მათგან რჩევებსაც იღებს და ბინძურ დავალებებსაც. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ნაცების ერთ-ერთი იდეოლოგი, ლიდერი, დეპუტატი, პროკურორი, მინისტრი იყო… მეტი რაღა არგუმენტია საჭირო იმისთვის, რომ დავიჯეროთ – ეს არხი ემსახურება ერთადერთს: ნაცების ნებისმიერი გზით დაბრუნებას ხელისუფლებაში!  ემსახურონ, იყვნენ ოპოზიციაში, გვებრძოლონ, გვაკრიტიკონ, ბევრჯერ ცილი დაგვწამონ! სიტყვის თავისუფლება ხომ დაცულია! მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ ფიქრობთ, რომ ამათ ეთერებში უნდა მივიდეთ და შოუები ვაკეთებინოთ, თანაც ადამიანების ნერვების ფასად?! მოვა ისევ სექტემბერი, გამოგვიძახებს გაბუნია, ან მისი მსგავსი, ხოდა ჩვენც არ დავაყოვნოთ, გავიქცეთ, ეს ხომ მაინც “რუსთავია”, – წერს მანანა კობახიძე.

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ მანანა კობახიძის ამ განცხადებას შემდეგნაირად უპასუხა: “მოვა ისევ სექტემბერი. ლარი იქნება ერთი ორ-ნახევართან, ფასები გაორმაგებული, ტარიფები მომატებული და გაბუნია კი არა, ქართველი ხალხი გამოგიძახებთ. თან ძალიან მძიმედ. ჩვენთან ნუ მოხვალთ, თუ გინდათ. იქ მოგიწვევთ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here