საქართველოს საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებს გადახედავს.

როგორც ექს-მინისტრმა ipn.ge-სთან საუბარში განაცხადა, მოსკოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა იმის გამო მიიღოს, რომ შარშან, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა.

“საქართველო ერთი წლის წინ შეუერთდა ამ სანქციას, რაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო ჩვენი მხრიდან, ვინაიდან ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით და არშეერთება არ იქნებოდა სწორი. ცოტა ხნის რუსეთის მხრიდან იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები აქვთ. შეიძლება ეს ერთ კონტექსტში იყოს განხილული და რუსეთი საქართველოსთან სავაჭრო რეჟიმში კორექტირების შეტანას აპირებდეს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროდუქტებზე ემბარგოს დაწესების დადგენილების პროექტზე მუშაობს. აღნიშნული ზომა იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here