ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გვიან ღამით ინტოქსიკაციის სიმპტომებით, რამდენიმე წუთის ინტერვალით, 30-ზე მეტი ადამიანი შეიყვანეს. სავარაუდოდ, მოწამვლა სასმელმა წყალმა გამოიწვია.მოწამლულთა უმეტესობა ყვარლისა და ყვარლის რაიონის სოფლების ჭიკაანის, სარუსოსა და გავაზის მცხოვრები ბავშვები არიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტები, ყვარლის მუნიციპალიტეტში 30-მდე ადამიანის ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე მოკვლევას ატარებენ.

როგორც Dalma News-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამუცხადეს, სხვადასხვა წყალმომარაგების სისტემებიდან აღებულია სასმელი წლის სინჯები და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დამატებით გამოაქვეყნებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here