ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავდა 30 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 11,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 12,4 ათას ტონამდე საფერავი, 1,3 ათას ტონამდე კახური მწვანე და 4,5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 17 მლნ ლარს მიაღწია.

როგორც Dalma News -ს ღვილის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. განვლილი 24 საათის განმავლობაში 5 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი – 8,7 ათას ტონამდე, ყვარლის – 6,6 ათას ტონამდე და თელავის – 4,4 ათას ტონამდე.

მათივე ინფორმაციით, კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here