მოსკოვში, ეროვნული მეურნეობის მიღწევების გამოფენაზე (ВДНХ) მიმდინარეობს ფოტოგამოფენა “ხალხთა მეგობრობა,” რომელიც ასახავს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების 2000-დან 2015 წლამდე თანამედროვე ფოტოხელოვნებას.

გამოფენის მიზანია წარმოადგინონ, ადგილობრივი პროფესიონალი ფოტოგრაფების თვალით დანახული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ცხოვრება. ეს არის მზერა ქვეყნის შიგნიდან. ასევე წარმოადგინონ მოგზაურების თვალით დანახული ახლადშექმნილი სახელმწიფოების ცხოვრება – როგორც მზერა გარედან, – ВДНХ-ს საიტზე.

ექსპოზიციაში შესულია 500 ფოტო, რომელთა ძირითად ნაწილს 14 ქვეყნის პროფესიონალი ფოტოგრაფების ნამუშევრები შეადგენს. პროექტში სულ მონაწილეობს 100 ფოტოხელოვანი, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, მოლდოვადან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან.

გამოფენა “ხალხთა მეგობრობა” პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here