პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” ორგანიზებით, 25 სექტემბერს ქართველი საოპერო ვარსკვლავები სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო გალა-კონცერტს გამართავენ.

ღონიძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პატრონაჟით გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები – ნინო მაჩაიძე (სოპრანო), ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო), ოთარ ჯორჯიკია (ტენორი), ბადრი მაისურაძე (ტენორი), ლადო ათანელი (ბარიტონი), პაატა ბურჭულაძე (ბანი), საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი.

საქველმოქმედო კონცერტით შემოსული თანხა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here