სტატისტიკური მონაცემებით, უცხოელ მეუღლეებს შორის პირველი ადგილი რუსეთის მოქალაქეებს უკავიათ.

როგორც newsgeorgia.ge სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს, წლის დასაწყისიდან 891 ქართველი მამაკაცი რუსეთის მოქალაქეზე დაქორწინდა.

აზერბაიჯანელ ქალბატონებზე არჩევანი 227-მა მამაკაცმა შეაჩერა. სომხეთის მოქალაქეზე 188-მ, უკრაინელზე – 175-მა, აშშ-ის მოქალაქეზე კი 30 ქართველი მამაკაცი დაქორწინდა.

რუსი მამაკაცები ყველაზე სასურველი მეუღლეები არიან ქართველი ქალებისთვისაც. წლის დასაწყისიდან 465 ქართველი ქალბატონი – რუსეთის, 186 – თურქეთის, 105 – აზერბაიჯანის, 63 კი – სომხეთის მოქალაქეზე გათხოვდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here