ეროვნული კულტურის პოპულარიზაცი მიზნით დაწყებული ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენის პროექტი, რომელიც დაახლოებით 2 წელია მიმდინარეობს, დასასრულს უახლოვდება. მასალას უცხოეთში გამოფენაზე გაიტანენ, რის შემდეგაც ქართული ქსოვილების სერიული გამოშვება იგეგმება.

როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამაიპრესს” განუცხადა, ამ ეტაპზე აღდგენილია თამარ მეფის, გიორგი III-ის, რატი სურამელის, ჯაყელების, გურჯი ხათუნის და ლევან დადიანის ქსოვილები. დარჩენილია ორი რეგიონი – სვანეთი და აჭარა.

“მხატვრები ინტენსიურად ხატავენ. ვფიქრობ პროექტი 6 თვეში დასრულდება ეროვნული კულტურის პოპულარიზაციისთვის მასალას უცხოეთში გამოვფენთ, გამოიცემა წიგნი,” – აცხადებს კალანდია და იმედოვნებს, რომ პროექტისთვის სპონსორიც გამოჩნდება. 

“ჯერჯერობით მხოლოდ მე ვაფინანსებ ჩემი ძალებით. მაგრამ როგორც კი კვლევა დამთავრდება დარწმუნებული ვარ სპონსორის შოვნა არ გაჭირდება” – აცხადებს კალანდია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here