მსოფლიოში ცნობილი ლეგერნდარული სომეხი მედუდუკე ჯივან გასპარიანი მოსკოვის ეროვნული ეკონომიკური მიღწევების გამოფენის (ВДНХ) მწვანე თეატრში ერთადერთ კონცერტს გამართავს.

ამჯერად “ძია ჯივანი”, როგორც მას რუსეთში სიყვარულთ ეძახიან, წარმოდგენას ახალ ფორმატში გამართავს – კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართება.

“გასპარიანის მიერ დუდუკზე შესრულებულ მუსიკას არ შეიძლება უბრალოდ ეწოდოს “სომხეთის სახალხო მუსიკა”, მის ღვაწლს სომხეთის ეროვნულ მუსიკაში ძნელად მოეძებნება ანალოგი და შესაძლოა ამიტომაც, მის მრავალფეროვან ტიტულებს ხშირად ემატება “საკუთარი ერის მუსიკალური მემკვიდრეობის მცველის” ტიტული,- განუცხადა “რია ნოვოსტის” პროექტის პროდიუსერმა ალექსეი კოზაკმა.

გარდა ამისა, კონცერტის ფარგლებში ახალი პროგრამით წარსდგება  დუეტი Two Siberians (მევიოლინე არტემ იაკუშენკო და გიტარისტი იური მატვეევი), არტ-როკი შერეული ქანთრისთან და ბლუზთან. მეორე მიწვეული კოლექტივი იქნება ეთნო-ელექრონული პროექტი “ვოლგა”.

გასპარიანი დუდუკზე ბავშობიდან უკრავს, 1948 წელს ცეკვისა და სიმღერის ეროვნული ანსამბლის წევრი გახდა, რეგულარულად წარადგენდა სომხეთის საბჭოთა  რესპუბლიკას  პრესტიჟურ საერთაშორისო კონკურსებზე. მას უმუშავია ისეთ მუსიკოსებთან, როგორიც არის პიტერ გებრიელი, ჰანს ციმერი, ბრაიან მეი, ბორის გრებენშიკოვი.  2000 წელს სომეხი მუსიკოსი გახდა ბლოკბასტერ „გლადიატორისთვის“ დაწერილი მუსიკის ავტორი, რისთვისაც მან პრემია “ოქროს გლობუსი” მიიღო, დუდუკის პარტიისთვის თემა დაწერა ფილმისთვის “ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი”.

მუსიკოსი დაჯილდოებულია იუნესკოს ოთხი მედლით და არის  Wоmex-ის (World Music Expo) პრემიის მფლობელი “მუსიკალური ხელოვნების წინაშე დამსახურებებისთვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here