სამცხე-ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხნა. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ფილიალის ზედამხედველობით განხორციელდა.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები 2011 წელს შეიქმნა. მასში ჯავახეთის ეროვნული პარკი, კარწახის ჭაობის, ხანჩალის ტბის, ბუღდაშენის ტბისა და მადათაფის ტბის აღკვეთილები შედის. მისი საერთო ფართობი 16 209,42 ჰექტარს შეადგენს, სადაც გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, განლაგებულია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების 5 კოშკურა, 5 საპიკნიკე და საკარავე ადგილი.

ტურისტული სერვისებიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიებზე ვიზიტორებს ცხენით, ველოსიპედებითა და ტბებზე ნავებით გასეირნების, ასევე სამოყვარულო თევზჭერის შესაძლებლობა აქვთ.

აღსანიშნავია რომ, პროექტის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით, ჯავახეთის 7 სოფელში – სულდაში, ბოზალში, დადეშში, კარწახში, პატარა ხანჩალში, ჟდანოვსა, ეფრემოვკაში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა აღნიშნული სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება, – აცხადებენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის პრეზენტაციას სამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here