მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 93.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 210.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 31.8% (43.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შესაბამის მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ფინანსური ინსტიტუტის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა.

აქედან რუსეთი კვლავ პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, გასულ თვეს რუსეთიდან საქართველოში 43,2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გზავნილი განხორციელდა.

2015 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.1 მლნ აშშ დოლარი (29.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.2 მლნ აშშ დოლარისა (26.7 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here