საქართველოში პურის გაძვირებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ კომპანია “იფქლის“ ხელმძღვანელმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბარში განაცხადა.

შაქრო ბაკურაძის თქმით, თუ ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, ფასი ათი თეთრით გაძვირდება.

ბაქურაძის ვარაუდით, საქართველოში ფქვილის იმპორტი ხელოვნურად იზღუდება და ამის უკან გარკვეული ძალები დგანან.

გარდა ამისა, როგორც ბაქურაძემ აღნიშნა, საქართველოში ხორბალი ერთ კომპანიას – “აგროკომს” შემოაქვს, რომლის ხელმძღვანელსაც „მმართველ ძალასთან მეტი კავშირი აქვს, ვიდრე ჩვენ – პურის მწარმოებლებს”.

როგორც ipn.ge წერს, სააგენტო აღნიშნულ პიროვნებას დაუკავშირდა, თუმცა მან ყველა ბრალდება უარყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here