ინდური კომპანიები Unique Mercantile India და Apna Punjab Resorts საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ. კერძოდ, დაინტერესებულნი არიან თბილისში, წყალტუბოში, ბათუმსა და მესტიაში ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელისა და პროფესიონალური გოლფის მოედნის მშენებლობა-ოპერირებით, ასევე სურთ შეიძინონ ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა.

პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შეხვდა. პრემიერი ქვეყანაში ინდური ინვესტიციის განხორციელებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ პროექტები წარმატებით განხორციელდება.

როგორც Dalma News-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალზე. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო, ბიზნესგარემოს კუთხით, მსოფლიოს გავლენიან რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზეა.მსხვილ ინდური კომპანიებს ინდოეთში, სინგაპურში, მალაიზიასა და ინდონეზიაში რამდენიმე ათეული სასტუმრო აქვთ. ასევე გადაჰყავთ ტურისტები. ტურიზმის სექტორში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და საინვესტიციო ლოკაციების შესარჩევად, ინდური კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებიან. მათთან ეროვნული საინვესტიციო სააგენტო თანამშრომლობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here