გერმანიაში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი იმ დროს დააკავეს, როდესაც ოსენდორფში, ერთ-ერთ ბინას ძარცვავდნენ. ეჭვმიტანილებმა რამდენიმე კილოგრამი ოქრო და სხვა ძვირფასი ნივთები აივნიდან გადაყარეს. ნაძარცვის ღირებულება 400 000 ევროს შეადგენს. ამის შესახებ “ინფო 9” იტყობინება გერმანულ გამოცემა “Bild”-ზე დაყრდნობით.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულია 6 პირი. ჯგუფი საიუველირო მაღაზიებს ძარცვავდა. Bild -ი დაკავებულების ფოტოებს აქვეყნებს.დაკავებულები არიან დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კ. (29); მამუკა მ. (42); გიორგი ა. (35); სერგო მ. (49); კახაბერ დ. (30) და ვიაჩესლავ ი. (42).

დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი სასჯელს ქურდობისთვის უკვე იხდიდა. დაჯგუფებას სამართალდამცავები რამდენიმე დღე აკვირდებოდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here