საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გელათის მონასტრის სარესტავრაციო- საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – ჯუანშერ ბურჭულაძე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე და მსოფლიო ბანკის, მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში – აჰმედ აივეიდა გაეცნენ.

გელათის სატრაპეზოში, საზედამხედველო კომპანია “ეპტისამ” გამართა პრეზენტაცია, სადაც საუბარი იყო იმერეთის რეგიონში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტეგრირებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და რეგიონში ჩასული ტურისტებს მიეცეთ შესაძლებლობა გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნონ იმერეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ითვალისწინებს: საინფორმაციო ცენტრის, საპირფარეშოების, კაფეტერიის, კიოსკების, ავტოსადგომის, ტაძართან მისასვლელი 600 მეტრიანი გზის, წყლისა და კანალიზაციის ქსელის გამართვას. პროექტს “სამშენებლო კომპანია #1” ახორციელებს. სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია გუმბათის და ქვების რესტავრაცია. ამ დროისთვის დასრულებულია სამობილიზაციო პერიოდი და უკვე მიმდინარეობს ფასადებზე ქვების საკონსერვაციო სამუშაოები. პროექტს ახორცელებს შპს “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here