გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის განცხადებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს და სწორედ ის გამოვა სიტყვით გაეროს ტრიბუნიდან. ამის შესახებ დიპლომატმა ტელეკომპანია “იმედის”ეთერში განაცხადა.

“ორივე ძირითად ღონისძიებაში განვითარებით სამიტსა და გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სეგმენტში საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს ქვეყნის პრემერი-მინისტრი”, – განმარტა იმნაძემ.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი დელეგაცია საქართველოდან, ნიუ იორკში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეხება აღმოსავლეთ ევროპის გამოწვევებს და ქალთა საკითხებს.

გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე დებატები 2015 წლის 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here