ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ENPARD-ი, ქართველ ფერმერებს მათი პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში დაეხმარება.

პირველ ეტაპზე, ENPARD-ი ქართველ ფერმერებს ბიზნეს ორგანიზაციებთან დააკავშირებს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის ნაწარმის რეალიზაციას, რაც თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას მოემსახურება, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, ქართველი ფერმერებისთვის ბაზრების მოძიების პროცესის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით რეგულარულად მოეწყობა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები, რომელზეც მოწვეული იქნებიან საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედი ბიზნეს-ორგანიზაციები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here