ამერიკის შეერჩებული შტატების ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ აშშ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. ამერიკლ დიპლომატს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ელჩმა გაოცება გამოხატა იმ თბილი დახვედრისა ყურადღების გამო, რომელიც მან და მისმა მეუღლემ, თბილისში პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღეს.

“ძალიან კარგი და ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. აშშ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. ვისაუბრეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები, გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი და ასევე, განვავითაროთ მომავალზე ორიენტირებული ურთიერთობები, რაც საქართველოს აქცევს წარმატების მაგალითად”, – განაცხადა იან კელიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა და იან კელიმ საუბარი არაფორმალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე განაგრძეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here