ევროკავშირთან ასოცირების ურყევი ნების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთთან ნორმალიზებული სავაჭრო ურთიერთობები. საქართველო უერთდება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ საქონელზე ექსპორტის აკრძალვას კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს. ქართველ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მეზობელ სომხეთში სიფრთხილით ეკიდებიან და რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციების საფრთხეზე საუბრობენ. სომეხი ექსპერტები არ გამორიცხავენ, საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გართულებამ, პრობლემები სომხეთსაც შეუქმნას, რადგან ერთადერთი სახმელეთო გზა სომხეთიდან რუსეთამდე, სწორედ საქართველოზე გადის.

საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ პოტენციალსა და რუსეთის შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით Dalma News -ი ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტ რამაზ გერლიანს ესაუბრა.

– რეგიონში მძვინვარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე რა პოტენციალი არსებობს საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში და რატომ არის რუსული ბაზარი საქართველოსთვის მიმზიდველი?

– რუსეთის ბაზრის მიმზიდველობას, ევროკავშირის ბაზართან შედარებით სამი ფაქტორი განაპირობებს: პროდუქციის ცნობადობა, მოგების მარჟა და სხვა არაფორმალური ბარიერების ნაკლებობა. 2014 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ  7%, 674 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.  საქართველოსთვის, მიუხედავად მისი ვაჭრობის დივერსიფიცირებისა, რუსეთის ბაზარი მომავალშიც დარჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ სავაჭრო ურთიერთობებში. სავაჭრო ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს თამაშობს ეთნიკური ქართველი მოსახლეობა, რომლებიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ რუსეთში და რუსეთის მოქალაქეები არიან. ისინი წარმოადგენენ ძირითად გამტარ რგოლს სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში.

– დღეს რა გვაქვს სახეზე, როოგორც ვიცით ქართული პროდუქციის გაყიდვა შემცირდა რუსეთში, მაგალითად ღვინის?

– სახეზე გვაქვს რეალურად გარკვეული მწირი წინსვლა 2011 წლიდან 2014 წლამდე და უკვე 2015 წელს გარკვეული შენელებული ტენდენციები და ტემპები გვაქვს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, რაც დაიწყო სუვენერულ სახელმწიფოებს შორის, გვახსოვს ორი უმნიშვნელოვანესი კრიზისული ვითარება. პირველი იყო პოლიტიკური – 2006 წლის ემბარგო და 2014 წელი – წმინდა ეკონომიკური პრობლემები, რაც დასავლეთის სანქციებმა გამოიწვია. შეიზღუდა იმპორტი, როგორც საქართველოდან ისე სხვა ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება, რა თქმა უნდა სავაჭრო ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ეს ორივე მხარისთვის მომგებიანია, თუმცა ვნახეთ, რომ ამა თუ იმ დიდი პოლიტიკური პროცესების გამო რუსული ბაზარი არამდგრადია. აქედან გამომდინარე დიდი ხნით ამ ბაზარზე ყოფნა ქმნის საშიშროებას სახელმწიფოებრიობისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით. თუ დიდი რაოდენობით ხარ წარმოდგენილი არამდგრად ბაზარზე, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყანაა და ამ ქვეყანაში რაღაც კატაკლიზმები განხორციელდება, უკვე შენც გექნება დიდი პრობლემები, თუ შენი ეკონომიკა ამ ქვეყანაზეა მიბმული, რაც დიდ სახელმწიფო პრობლემებში გადაიზრდება. 2012 წლის ბოლოდან და 2013 წლის დასაწყისში საკმაოდ კარგი და მზარდი ტყემპებით მიდიოდა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა. საკმაოდ კარგად ბრუნდება ქართული ნაწარმი რუსეთის ბაზარზე, ძირითადად უფრო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზეა საუბარი. კრიზისის გამო ესეც შეფერხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის ბაზარზე რაც გვაქვს ცუდია. უბრალოდ სტრატეგიულად უნდა განვსაზღვროთ ის, რომ რუსული ბაზარი არასტაბილურია. დევალვირებულია ადგილობრივი ვალუტა, რუსეთის მოქალაქეების მყიდველობითუნარიანობა არის აბსოლუტურად დაცემული. ამ შემთხვევაში რუსეთის ბაზრის მიმართ ჩვენი მოლოდინები არ გამართლა და მეორეს მხრივ არის სამართლიანობა, რომელსაც უნდა შევუერთდეთ, სხვაგვარად წარმოუდგენელია. გავაკეთოთ არჩევანი მდგრად ბაზრებზე გასვლაზე, თუ რუსულ ბაზარზე, რომელსაც საკმაოდ კრიზისული მდგომარეობა ახასიათებს.

– სომეხი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების გართულება მათ ქვეყანასაც დააზარალებს. როგორ შეაფასებთ საქართველოს რეგიონულ პოლიტიკას?

– რუსეთი იმავდროულად არის სხვა ეკონომიკური სისტემის, ევრაზიული კავშირის წარმომადგენელი. შესაბამისად, როდესაც სომეხი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრობლემა შესაძლოა შეექმნათ, რასაკვრველია ამაში გარკვეული ლოგიკური მსჯელობა იქნება. ვინაიდან სომხეთს გადაწყვეტილი აქვს სხვა ეკონომიკური და ერთიანი სავაჭრო სივრცის ნაწილი გახდეს, ამიტომ საქართველოს ორინეტირები სომხეთისთვის რა თქმა უნდა იქნება პრობლემა. თუმცა ამ, ფონზე საქართველოს აქვს უპირატესობები, როგორც რუსეთთან სუვერენული ქვეყნის ურთიერთობა, მეორე შემთხვევაში სწორედ საქართველოში იკვეთება მნიშვნელოვანი შეხების წერტილები, ორი დიდი ეკონომიკური წარმონაქმნისთვის. ევრაზიული კავშირი, რამდენად ეკონომიკურია, ყოველ შემთხვევაში ასეა გაცხადებული. ეს მომგებიანი იქნება, როგორც რუსეთისთვის, თანაბარ პირობებში რა თქნა უნდა, ისევე საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველო ამ სივრცეში ამოდის როგორც პლაცდარმი. ამავრდოულად რუსეთს საქართველოს გავლით შეეძლება მიწვდეს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს. რაც შეხება სომხეთს, მისთვის საკმაოდ არამომგებიანია ეს ვითარება, იმიტომ, რომ მას პირდაპირი კვეთა რა აქვს ისეთ სტრუქტურასთან, რომლის წარმომადგენელიც ხდება.  ჩვენ საზღვაოთ გახსნილი ქვეყანა ვართ და ამ მხრივ ნაკლებ პრობლემას ვხედავთ, როცა ევროპასთან ასოცირებას მივაღწევთ და სრულად ვიქნებით ინტეგრირებულნი. სომხეთს აქვს ეს პრობლემა, ჰაერის გარდა მას ამ სტრუქტურასთან ბმა არ აქვს. ანუ უნდა გაიაროს ის ტერტიტორია, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება სხვა ეკონომიკური სისტემის წარმომადგენელი. თუმცა, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ნებისმიერი მიმართულებით განვითარება მომგებიანია.

– ევროკავშირის სანქციებთან მიერთება, ხომ არ აარის რუსეთის მიმართ გამოწვევა. მოჰყვება თუ არა ამას რუსეთთან ურთიერთობების გართულება?

– რა თქმა უნდა ურთიერთობები გარკვეული დოზით გართულდება, თუმცა საქართველო, ვიდრე ამ სანქციებს შეუერთდებოდა დიდი პერიოდის განმავლობაში იცდიდა. შესაბამისად, მან გათვალა, რომელი ბაზრებია მისთვის სტრატეგიულად სწორი. ვხედავთ რუსულ ბაზარზე პროდუქციის მუდმივად კლების ტენდენციას. ამავრდოულად სტაბილურ ევროპულ ბაზრებზე საქართველოს ნაწარმის გაზრდის პერსპექტივას. ეს არის თვალსაჩინო და ამ შემთხვევაში ცივილური სამყაროს ფარგლებში ყოფნის სურვილი უბიძგებს ქვეყანას შეუერთდეს იმ სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომელსაც ეს ქვეყნები ღებულობენ. ამ შემთხვევაში საქართველომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. თუ ვართ ერთიანი სივრცე და ვახდენთ ასოცირებას, უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და სწორედ ამ ერთიანი ხედვიდან გამომდინარე შესაძლოა რუსეთის მიმართულებით იყოს გარკვეული შეფერხებები, თუმცა ამის კომპენსიტება მოხდება სხვა ბაზრებით.

– შეფერხებები, თუ საქართველოს მხრიდან მიზანმიმართული შესუსტებები?

– შესაძლოა ასეც იყოს, ჩვენი მხრიდან შესუსტდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ამის გარეშეც პრობლემები არ გვაკლია. რა თქმა უნდა რიგი მოქალაქებისა ამ ვითარებაში უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვისაც რუსული ბაზრის მიმართ ჰქონდათ მოლოდინები, გარკვეულ წილად ამ პოლიტიკის კორექტირება უნდა მოხდეს, თუ როგორ მოეპყრობა ის ქართულ საქონელს. სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისგან განსხვავებით რუსეთს ამ ეტაპზე საქართველოს მიმართ ბერკეტები აღარ გააჩნია. რადგან 2006 წლის ემბარგომ, რომელიც იმ პერიოდსთვის სამწუხარო იყო, ეს ბერკეტები ამოუწურა. ჩვენთვის ეს უკვე გავლილი ეტაპია, მართლია კრიზისულად და ცუდად გავიარეთ ის პერიოდი, მაგრამ დღეს ჩვენ დივერციფიცირებული გვაქვს ბაზრები და ის ბერკეტები, რომელიც რუსეთმა შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ აამუშაოს, იქნება საკმაოდ უმნიშვნელო. მაინც მგონია, რომ რუსეთი ნაკლებად გამოიყენებს ამ ბერკეტებს.

– ალბათ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვს, რომ ევროკავშირის სანქციებმა და იგივე რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებამ, საქართველოც დააზარალა?

– არა მხოლოდ საქართველო. რაც უკრაინული ფაქტორის გამო რუსეთის კრიზისს შეეხება, ეს გადაიზარდა მთლიან რტეგიონულ კრიზისში და ვხედავთ, რომ საქართველოსთან ერთად ამან გავლენა მოახდინა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც.

– მაგრამ ეს არ არის ხელსაყრელი ვითარება “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის, რადგან ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლება ხომ არ მოისუსტებს თავის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გათვლებში?

– ამ შემთხვევაში ხელისუფლებას აქვს სწორი ხედვა. ხშირად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, მაგრამ ამ მიმართულებით, საჭირო იყო საერთაშორისო სანქციებისთვის, თუნდაც სოლიდარობის გამოცხადება, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. თუმცა, ახლაც არ არის გვიან და ალაბათ დროულიც არის, რომ რუსეთმაც იგრძნოს, რომ მის სამეზობლოდ იმ ძალების ირგვლივ ხდება პატარა ქვეყნების კონსოლიდირება, რომლებიც სამართლიანად არიან უკრაინასთან მიმართებაში რუსეთთან ბრძოლაში ჩართულნი.

– ევროკავშირის ასოცირებული წევრობა და რუსეთან ეკონომიკური ურთიერთობა, რამდენად თავსებადია, მაშინ, როდესაც რუსეთს სურს ევრაზიის ეკონომიკური კავშირი გააფართოვოს კავკასიის რეგიონში?

– ეს აბსოლუტურად თავსებადი პროცესი შეიძლება იყოს იმისდა მიხედვით, თუ რა პოლიტიკას გაატარებს საქართველო და რუსეთი პირველ რიგში.  შემდგომ უკვე ის, თუ რა ურთიერთობები იქნებოდა თვითონ უკვე, ვროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს, როგორც ეკონომიკურ წარმონაქმნებს შორის. ეს არის პირველ რიგში ცივილურ სამყაროზე წვდომა რუსეთისთვის. რუსეთი უნდა შეეგუოს საქართველოს ევროსტრატეგიას და ურთიერთობაც ამაზე გადააწყოს.

– ამ ორი ორგანიზაციის გადაკვეთის წერტილებს ხედავთ კავკასიის რეგიონში?

– ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. სომხეთს თავისი ხედვა აქვს, ჩვენ აბსოლუტურად სხვა, ღია და გახსნილი პოზიცია გვაქვს, როგორც ეკონომიკური, ასევე გეოგრაფიულად გახსნილი ქვეყანა ვართ. ეს იქნება ერთ-ერთი შეხების წერტილი, რომლითაც სარგებელს ნახავს ევრაზიული კავშირიც.

– საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა, – უნდა გაითვალისწინოს, თუ არა, რომელიმე სანქციებთან მიერთებისას მეზობელი ქვეყნების ინეტერსები?

– მან მხედველობაში პირველ რიგში უნდა იქონიოს თავისი სტრატეგიული ინეტერესები, რა თქმა უნდა ისიც, რეგიონული თვალსაზრიზით რა ვითარებაა და რა პოზიციაზე დგანან მეზობელი ქვეყნები. თუმცა, ყველა ქვეყანა თავად ღებულობს გადაწყვეტილებას. სომხეთს უკვე აქვს ევრაზიული მიმართულება. რჩება საქართველო და აზერბაიჯანი. ასეთ დროს გარკვეული ტიპის კონსულტაციები უნდა იმართებოდეს ქვეყნებს შორის, რათა მხედველობაში იქნეს მიღებული, ამა თუ იმ ქვეყნის გადაწყვეტილება.

ესაუბრა Dalma News-ის კორესპონდენტი შორენა პაპაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here