ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია იმპორტის გაზრდით, ინვესტიციისა და ტრანსფერების შემცირებითაა გამოწვეული. ეს განცხადება ექსპერტმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გააკეთა.

ჯგერენაიას მოსაზრებით, ვალუტის დასტაბილურებისთვის აუცილებელია პრივატიზაციის დაჩქარება და ინვესტიციების მოზიდვა.

“ლარის ვარდნის ძირითადი მიზეზია ის, რომ ივნისში, მაისთან შედარებით, 100 მილიონით დაიკლო იმპორტის მოცულობამ. ამან დოლარზე მოთხოვნა შეამცირა და  დოლარი გამყარდა. ივლისში ისევ 100 მილიონამდე გაიზარდა იმპორტის მოცულობა, რამაც დოლარზე მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია. ივლისის თვეში 120 მილიონით შემცირდა ინვესტიციების მოცულობა და რამდენიმე მილიონით შემცირდა ტრანსფერი. თუ პრივატიზაცია არ დაჩქარდება და ინვესტიციებს ვერ მოვიზიდავთ, ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდება”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here