ინტერნეტის აზერბაიჯანელი მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ  მეზობელ ქვეყნებში ინტერნეტი უფრო იაფი და ხარისხიანია, ვიდრე აზერბაიჯანში. პროვაიდერებისთვის მომსახურების მიწოდებაზე პორტალი Oxu.Az-ი აზერბაიჯანის ინტერნეტ ფორუმის პრეზიდენტ ოსმან გიუნდიუზს ესაუბრა.

ოსმან გიუნდიუზი იზიარებს მომხმარებლების პრეტენზიებს და მიაჩნია, რომ ბოლო ორ-სამ წელიწადში ინტერნეტის გაიაფებისთვის არაფერი გაკეთებულა. “მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს აზერბაიჯანში ინტერნეტ-პაკეტებზე გარკვეული ფასდაკლებები იყო, მიმაჩნია, ინტერნეტი მაინც საკმაოდ ძვირია. საერთო ჯამში, უკვე ორი წელია აზერბაიჯანში ინტერნეტი არ გაიაფებულა”,- ამბობს  გიუნდიუზი.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო პროვაიდერები ფასს შეამცირებენ, მაშინ მათ კერძო პროვაიდერებიც მიბაძავენ. “ბაზარზე ფასს სახელმწიფო პროვაიდერები განსაზღვრავენ. მათ ბაზრის დიდი ნაწილი უკავიათ და ფაქტობრივად, ფასებს ადგენენ. ბოლო ორ წელიწადში ამ პროვაიდერებს არც კი შეუმცირებიათ ინტერნეტ-მომსახურეობის ღირებულება. ჩემის აზრით, მაღალი ტექნოლოგიებისა და კავშირების სამინისტრომ მათთან განსაზღვრული სამუშაო უნდა ჩაატაროს”.

აზერბაიჯანთან შედარებით სხვა ქვეყნებში იგივე ფასად 10-ჯერ უფრო ძლიერი ინტერნეტის მიღებაა შესაძლებელი, – ამბობს ოსმან გიუნდიუზი.

ექსპერტი ამ საკითხის მოგვარების სხვა გზებზეც საუბრობს, მისი თქმით, სავსებით შესაძლებელია სტაბილური ფასების შენარჩუნებით ინტერნეტის სიჩქარის გაზრდა.

“არ ვსაუბრობ ტარიფების შემცირებაზე. უბრალოდ, იმ ფულის სანაცვლოდ, რასაც აზერბაიჯანის მოსახლეობა ინტერნეტში იხდის, ბევრად უფრო სწრაფი ინტერნეტის მიღება შეიძლება. თუმცა მიმაჩნია, რომ ამ დროისთვის ინტერნეტის გაიაფების სერიოზული საჭიროება არსებობს”.

თავის მხრივ, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში ექსპერტი ჯახიდ იდმაილოღლუ ამბობს, რომ დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით აზერბაიჯანში ინტერნეტის ფასი დაბალია: “საჭიროა აზერბაიჯანში ინტერნეტის ფასზე მონიტორინგის ჩატარება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყანაში აბონენტების რიცხობრივად ზრდასთან ერთად ინტერნეტი ყოველდღიურად იაფდება. უფრო მეტიც, დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით აზერბაიჯანში ინეტრნეტი სულაც არ არის ძვირი”,- აცხადებს ექსპერტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here