პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებში ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “გლობალ ალიანსი”, პირველადი რგოლის ექიმები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პირველადი რგოლი ჯანდაცვაში პრევენციული ხასიათისაა და დაავადების საწყის ეტაპზე აღმოჩენას გულისხმობს, რათა პაციენტის მდგომარეობა არ გართულდეს. ქვეყნებში, სადაც პირველადი ჯანდაცვა კარგადაა განვითარებული, შემცირებულია მეორეული და მესამეული სამედიცინო ჩარევები, რაც რთულ მკურნალობას და ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს, რადგან ნაადრევ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადების მკურნალობა უფრო მარტივია და თანაც იაფი.

პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას უმნიშვნელოვანეს უწოდებს და აცხადებს, რომ ისეთი რეფორმაა, როგორიც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებია, განსაკუთრებით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ადამიანებისათვის.

“სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ჯანმრთელობის უფლება დაცულია და ვფიქრობ, ეს ჩვენი მოსახლეობისათვის მთავარია“, – აცხადებს ბესელია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების კომენტირებისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here