სააგენტო “ბლუმბერგის” კვლევის მიხედვით, 10 ქვეყანას შორის, სადაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა მოსალოდნელი, საქართველო არ მოხვდა. წინასწარი პროგნოზით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც ეროვნული ვალუტის კურსი დაეცემა, დასახელდა სომხეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ეგვიპტე. კლავ შემცირებას განაგრძობს ყაზახური ტენგე, რომლის კურსიც უკვე 22%-ით არის შემცირებული.

“ბლუმბერგის” სტატიაში – “10 ვალუტა, რომელიც შეიძლება მიჰყვეს ტენგეს ჩინეთის მიერ გამოწვეულ ინფლაციაში”, ნათქვამია, რომ გლობალურ სავალუტო ვაჭრობაში გამოწვეული ბოლო შოკის გამო, განვითარებად ქვეყნებს თავიანთი ვალუტის დაცვა ძალიან ძვირი უჯდებათ. პრობლემების წინაშე აღმოჩნდა საუდის არაბეთის რიალი და ეგვიპტური ფუნტი, ასევე, საფრთხე ემუქრება ჩინეთსა და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების მქონე ქვეყნებს. ვიეტნამშიც დაფიქსირდა დონგის დევალვაცია, ხოლო თავისუფალ სავაჭრო მიმოქცევაში არსებული ვალუტები (მაგალითად, სამხრეთ აფრიკული რანდი და თურქული ლირა) კვლავ განაგრძობს ვარდნას.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ინფლაციის ტალღის მიზეზი იყო 11 აგვისტოს ჩინეთის მიერ იუანის შესუსტებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რამაც წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყნები, რომლებიც ექსპორტის ბაზრებზე კონკურენციას უწევენ მსოფლიოს მეორე უმსხვილეს ბაზარს. ყოველივე ამან კიდევ უფრო გაამძაფრა განვითარებადი ბაზრების პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების ზრდითა და ნავთობის ფასების დაცემით.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინაშე დამატებითი პრობლემად დგას რუბლის მიმდინარე ვარდნა. ვალუტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ გლობალური მოვლენების ერთობლიობის გამო ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგას: საუდის არაბეთის რიალი; თურქმენული მანათი (რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების მქონე ნავთობის ექსპორტიორმა თურქმენეთმა განახორციელა თავისი ვალუტის 19 %-ით დევალვაცია); ტაჯიკური სომონი (კომპანია SEB AB ვარაუდობს 10-დან 20 პროცენტამდე ინფლაციას);

სომხური დრამი – ბოლო 12 თვეში ამ ვალუტამ განიცადა 15-პროცენტიანი ინფლაცია, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მეოთხედი მოდის რუსეთზე; ყირგიზული სომი; ეგვიპტური ფუნტი – 2011 წლის „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ გამოწვეული კრიზისის გამო ქვეყანაში შეიმჩნევა უცხოურ ვალუტაზე ინვესტორთა წვდომის ნაკლებობა. ტრეიდერები ამტკიცებენ, რომ ფუნტი ერთ წელიწადში 22 პროცენტით დაეცემა.
თურქული ლირა: მართალია, 11 აგვისტოს ჩინეთში განხორციელებული დევალვაციის შემდეგ ლირა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მყარ პოზიციას ინარჩუნებს, ძალადობა პოლიტიკური ნიშნით და ვადამდელი არჩევნების ჩატარების ალბათობა მდგომარეობას უარესისკენ ცვლის. – წერს სააგენტო “პირველი” “Bloomberg news-“ის სტატიაზე დაყრდნობით. http://pia.ge/show_news.php?id=47681&lang=geo

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here