საქართველოს შავი ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ჰილტონ ბათუმში დღეს, საინვესტიციო ფორუმი “ბათუმი 2015”, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ გახსნეს.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, მონაწილეებს სხვადასხვა პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას ასევე მიაწვდიან საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

ფორუმი ასევე ითვალისწინებს პანელურ დისკუსიას თემაზე “ბიზნესის კეთება საქართველოში – წვდომა ფინანსებზე”, რომლის მონაწილეებიც იქნებიან EBRD-ს რეგიონალური ოფისის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელები.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაგეგმილია დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოში ინვესტირების წარმატებული მაგალითების გაცნობა და ორმხრივი სესიები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და საკონსულტაციო კომპანიებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here