ბაქოში ქალაქის ერთადერთი ჯაზ-ცენტრი (Baku Jazz Center) დაიხურა. როგორც «Sputnik»-ი იტყობინება, ცენტრი, რომელიც აზერბაიჯანში ჯაზ-კულტურის განვითარებისა და მხარდასაჭერად შეიქმნა, იმის გამო დაიხურა, რომ პროექტი მომგებიანი არ გამოდგა. შეიქმნა ინვესტიციების პრობლემა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ “ОК! Azerbaijan”-ის მთავარმა რედაქტორმა ზახრა ბადალბეილმა გაავრცელა.

თავად ჯაზ-ცენტრში დახურვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა ქვეტექსტებით მიანიშნეს, რომ დაწესებულება რემონტის გამო გაურკვეველი დროით დაიკეტება.

Baku Jazz Center-ი 2000 წელს შეიქმნა და მისი სცენა ტრამპლინად ძალიან ბევრი მუსიკოსისთვის იქცა. იქ რეგულარულად ეწყობოდა სხვადასხვა კონცეტრები და ღონისძიებები, მათ შორის ბაქოს ჯაზ-ფესტივალიც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here