ბუნებრივი რესურსების საერთაშორისო ინსტიტუტმა იმ ქვეყნების სია მოამზადა, რომლებსაც 2040 წლისათვის გვალვა ემუქრებათ. როგორც «Virtualaz» იტყობინება, 33 ქვეყნიდან აზერბაიჯანი 4,69 ქულით მეთვრამეტე ადგილზეა, ხოლო სომხეთი – 4,60 ქულით 22-ზე.

როგორც ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, 2040 წლისთვის მსოფლიო ქვეყნების 1/5-ს  წყლის რესუსრების დეფიციტი შეექმნებათ. ამის მიზეზია მოსახლეობის ზრდისა და კლიმატის ცვლილებების შედეგად ნალექის რაოდენობის შემცირება.

მეზობელ ქვეყნებს შორის სიაში მოხვდა ირანი ( 4,91 ქულით – 13-ე ადგილზე). ასევე მაქსიმალური 5 ქულით – კატარი, ბაჰრეინი, სან-მარინო, პალესტინა, არაბეთის გაერთიანებული საემირო, სინგაპური და  ქუვეითი. ამ ქვეყნებში არსებული ვითარება შედარებით უფრო საგანგაშოა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here