აზერბაიჯანის ზოგიერთ მოქალაქეს, ვისაც დილის ძილი უყვარს, უსიამოვნო სიურპრიზი ელის. როგორც “Oxu.Az-ი” იტყობინება, შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტრომ კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ბანკების ხელმძღვანელებს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც იძლევა რეკომენდაციას, 2015 წლის აგვისტოდან,  სამუშაო დღე ამჟამინდელი 09:00 საათის ნაცვლად დაიწყონ 07:30 – 80:00 საათემბში.

ეს რეკომენდაცია ეფუძნება “ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის გასრულყოფილებისთვის დამატებითი ზომების შესახებ” №1 დადგენილების პროტოკოლის 24-ე პუნქტს, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო კომისიამ მიიღო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმის ნორმალიზების მიზნით, რათა თავიდან აიცილონ საცობები და აამაღლონ მგზავრების გადაყვანისას საგზაო უსაფრთხოების დონე.

შრომისა და სოციალური დაცვის  სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ზომებისთვის დედაქალაქში აუცილებელია კერძო კომპანიებისა და ბანკების ხელმძღვანელებმა დაიცვან შრომის შესახებ კანონი.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბანკებს სხვებზე მეტად გაუმართლათ: მათ სამუშაო დღის დაწყება ერთი საათით გვიან, ანუ 10:00 საათისთვის შესთავაზეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here