საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგენკოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურს არასრულწლოვანთა 24 საათზე მეტი დროით მესამე პირების მიერ სხვადასხვა ღონისძიებაზე გაყვანისათვის უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავების ინიციატივა გააცნო. უსაფრთხოების გარდა რეკომენდაციების ნაწილი ეხება ტრანსპორტთან, კვებასთან, დაბინავებასთან, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტთან დაკავშირებულ საკითხებს.

გიორგაძის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილი სამინისტროების იურიდიული სამსახურები ამ თემასთან დაკავშირებით, სარეკომენდაციო დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობდნენ.

“ცალკე კანონის სახეს დღეს ამას ვერ მივცემთ. ეს გულისხმობს ძალიან ბევრს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში შესაბამის ცვლილებებს. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, აქ საუბარია მგზავრობის, განთავსების პირობებზე. მაგალითისთვის, ჯგუფში ერთი ადამიანი მაინც უნდა იყოს, რომელსაც ექნება პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული უნარ-ჩვევები”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, ჯანდაცვის კუთხით რაიმე ახალი სტანდარტები არ წესდება.

“რამდენიმე სამინისტრო ვეცადეთ, არსებული სტანდარტებისთვის ერთ მთლიან დოკუმენტში მოგვეყარა თავი, რასაც ამ დარგში მომუშავე სპეცილისტებს აუცილებლად გავაცნობთ”, – განაცხადა სერგეენკომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here