საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი აგვისტოსათვის 12.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 198.7 მლნ ლარით ანუ 1.6 პროცენტით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ივლისში დეპოზიტების მოცულობა 0.7 პროცენტით გაიზარდა).

ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 37.7 მლნ ლარით ანუ 0.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე – 1.5 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 236.4 მლნ ლარით, ანუ 4.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ 3.9 პროცენტი შეადგინა).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  აგვისტოსათვის 34.84 პროცენტი შეადგინა – პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, 0.08 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.23 პროცენტული პუნქტით მეტი).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 7.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 4.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.0 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.6 პროცენტი შეადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here