ბაქო-თბილისი-ერზრუმის ტერორისტების მიერ დაზიანებულმა გაზსადენმა ბუნებრივი აირის მიწოდება განაახლა.
როგორც «Oxu.Az»-ი, «АПА-Экономикс»-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, ამის შესახებ BP-Azerbaijan-ის პრეს-სამსახურის მეთაურმა თამარ ბაიატლიმ განაცხადა. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის მოპოვება და ექსპორტი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

25 აგვისტოს, ქურთების შრომის პარტიის ტერორისტებმა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მონაკვეთი ააფეთქეს, რომელიც თურქეთის ყარსის პროვინციის სოფელ სარიკამიშს ესაზღვრება. შემთხვევის ადგილიდან ძლიერი ხანძარი მეზობელი, ერზრუმის პროვინციის ტერიტორიიდანაც ჩანდა. შედეგად, ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერდა.

ყარსის პროვინციის გუბერნატორმა გიუნაი ოზდემირმა განაცხადა, რომ აფეთქება ქურთების შრომის პარტიის 20-მდე ტერორისტის თავდასხმის შედეგია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here