საქართველო საერთაშორისო კონკურსის, “ალიანტე 2015“-ის 45 გამარჯვებულს მასპინძლობს. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმატებული ახალგაზრდები საქართველოში ათ დღეს დარჩებიან, დაათვალიერებენ ისტორიულ ქალაქებსა და ძეგლებს, მოინახულებენ სამხედრო ბაზებს, შეხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს.

8 ქვეყნიდან ჩამოსული კონკურსის გამარჯვებულები 5 დღეს შეიარაღებული ძალების X კადრირებული ბრიგადის სორტის ბაზაზე, ხოლო 5 დღეს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაატარებენ.

საერთაშორისო კონკურსი “ალიანტე” 15 წელია იმართება. ეს არის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 15-დან 19-წლამდე ახალგაზრდებისაგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსი, რომლის მიზანი ახალგაზრდებში უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა, პროექტი ასევე ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

საქართველო “ალიანტეს” 2008 წელს შეუერთდა. საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდები საქართველო გარდა კანადიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ლიტვიდან, მონტენეგროდან, სლოვაკეთიდან და თურქეთიდან მონაწილეობენ. წელს “ალიანტეს” დასკვნითი ფინალი ლიტვის ქალაქ კაუნასში გაიმართა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here