გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მოხსენება “მსოფლიოს მოსახლეობის პერსპექტივები 2015 წლისთვის “, რომელშიც წარმოდგენილია დედამიწის დემოგრაფიული დინამიკა 2010 წლამდე.

სომხეთის დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2015 წელს რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენს 3 მილიონ 18 ათას ადამიანს, ხოლო 2030 წლისთვის 2 მილიონ 993 ათასი იქნება, 2050 წლისთვის – 2 მილიონ 723 ათასი, 9,6%-იანი ვარდნა, ხოლო 2100 წლისთვის – მილიონ 739 ათასი ადამიანი. გამოდის რომ, 50 წლის განმავლობაში სომხეთის მოსახლეობა თითქმის ერთი მილიონით შემცირდება.

მოხსენების თანახმად, დედამიწის მოსახლეობა 2100 წლისთვის იქნება 11,213 მილიარდი. აღსანიშნავია, რომ 2050 წლამდე პლანეტაზე მოსახლეობის ზრდას უზრუნველყოფს 9 ქვეყანა – ინდოეთი, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, აშშ, ინდონეზია, უგანდა და ტანზანია,” – წერს გაზეთი “აიოც აშხარი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here