მიმდინარე წლის 7 თვის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 100.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83.9 %-ით აღემატება 2014 წლის, ხოლო 148.9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

შესაბამის მონაცემებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს. უწყების ცნობით, ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები და სხვა.

ამავე მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში შეადგენს 32.5%-ს.

ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან აშშ-ში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 3.48 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21 %-ით აღემატება 2014 წლის, 42.7%-ით – 2013 წლის, ხოლო 96.4%-ით – 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ძირითადად ექსპორტირებულია: ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები და სხვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here