გარემოს დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ატმოსფეროს გამონაბოლქვით დაბინძურების შემცირებისა და სამოქალაქო ტრანსპორტით სარგებლობისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება – “22 სექტემბერი – დღე ავტომობილების გარეშე”.

სამინისტრო დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი სახლში დატოვონ და ისარგებლონ სამოქალაქო ტრანსპორტით, ველოსიპედით, ან გადაადგილდნენ ფეხით. ხანგრძლივ საცობში დგომისას კი გამორთონ ავტომობილის ძრავი, როთაც შეამცირებენ გამონაბოლქვს.

“გახსოვდეს სამი-ოთხი ადამიანის წამოყვანით ამცირებ სამ-ოთხჯერ ატმოსფეროს გამონაბოლქვით დაბინძურებას. გამორთე ძრავი ხანგრძლივი საცობის დროს. იმოძრავე ერთ ხაზში-მოძრაობის ხაზის მკვეთრი ცვლილება და გადასვლა ზრდის საწვავის ხარჯს, ბუნებრივია СO2 გაზის გამონაბოლქვსაც”, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here