“ადამიანები ხშირად მარტოსულები არიან, რადგანაც ხიდების მაგივრად კედლებს აშენებენ”

  სტანისლავ ეჟი ლეცი

ეს პორტალი სამხრეთ კავკასიის  ახალგაზრდა ჟურნალისტებმა შექმნეს, რომლებიც  გულწრფელად აღაფრთოვანა  საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებისა და პრემიერების განცხადებებმა იმის შესახებ, რომ საჭიროა რეგიონის ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული კავშირების დამყარება, რაც დაგვეხმარება უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ და საერთო ენა გამოვნახოთ.   მითუმეტეს, რომ ისტორიული, გეოგრაფიული და სხვა მიზეზების გამო, ნამდვილად ძალიან ბევრი  საერთო გვაქვს.

ასე რომ, ეს საიტი ჩვენის მხრიდან ერთგვარი წვლილია საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის “ჰუმანიტარული ხიდების” აგებაში. საკვანძო სიტყვაა “ჰუმანიტარული”, რაც იმას  ნიშნავს, რომ ვცდილობთ პოლიტიკისგან, რაც შეიძლება შორს ვიყოთ.  ვწერთ იმის შესახებ, როგორ და რით ცხოვრობს დღევანდელი ახალგაზრდობა და შუახნის თაობა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.  ვცდილობთ, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი,  ვიპოვოთ შეხების წერტილები და ა. შ. ჩვენ ხომ, ერთის მხრივ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, მეორეს მხრივ კი, ხშირად არ ვიცით, რას წარმოადგენენ ჩვენი თანატოლები მეზობელი ქვეყნებიდან და როგორია მათი ყოვედღიურობა.

ასე რომ… გავიცნოთ ერთმანეთი, მეგობრებო?